გასპარიანი გოარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გოარ გასპარიანი '''გასპარიანი გოარ მიქაე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გასპარიანი გოარ“ გადაიტანა გვერდზე „გოარ გასპარიანი“)

11:27, 2 მაისი 2017-ის ვერსია

გოარ გასპარიანი

გასპარიანი გოარ მიქაელის ასული - (სომხ. Գոհար Միքայելի Գասպարյան 14. XII. 1924, კაირო - 16. V. 2007), სომეხი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი, განათლება მიიღო კაიროში. 1948-იდან სსრკ-ში ცხოვრობს. 1949-იდან ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.

ფლობს იშვიათი სილამაზის ხმას და სრულყოფილ ვოკალურ ტექნიკას, ასრულებს განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), ლუჩია (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, დეზდემონა (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვ.

გასპარიანი საკონცერტო მომღერალიც არის, გასტროლებით აქვს მოვლილი მრავალი ქვეყანა.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები