გიორგი ჯოხტობერიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი ჯოხტობერიძე''' – (XVI ს. I მეოთხედი), ქართველი მხატვარი. მი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯოხტობერიძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ჯოხტობერიძე“ გ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 21:55, 30 იანვარი 2023 მდგომარეობით

გიორგი ჯოხტობერიძე – (XVI ს. I მეოთხედი), ქართველი მხატვარი. მის მიერ მოხატულია სამი ეკლესია ილემის „დედაღმრთისა“, გელათის წმ. ელია და წითელხევის წმ. გიორგი. სამივე ტაძარში დადასტურებულია მომხატველი ოსტატის ვინაობა წარწერით: „ამისა მხ/ა/ტვ/ა/რსა გიორგ/ი/სა ჯოხტობერიძე/ე/ს შეუ/ნ/დოს ღმე/რ/თ/მა/ნ, ამინ“.

სამივე ძეგლში დამახასიათებლად ჩნდება ქართული კედლის მხატვრობის გვიანი ნიმუშებისთვის ნიშნეული ის მხატვრული მოვლენა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ხალხურად მოიხსენიება.

წითელხევის დარბაზის მოხატულობის ნიმუშებით გიორგი ნაკლებდახელოვნებულ, გამოუცდელ ოსტატად ჩანს.

გელათის წმ. ელიას ეკლესიაში მას არა მარტო შეთვისებული აქვს ნიმუშების გამოყენების ზოგადი წესი, არამედ შედარებით ოსტატურადაც წარმოგვიდგენს მოხატულობის მთლიან დეკორს.

ილემის ბაზილიკის მოხატვისას კი ოსტატის საშემსრულებლო დონე უკვე იმდენად მაღალია, რომ მისი ნახელავი ამ ყაიდის ძეგლთა შორის ყველაზე მეტად უახლოვდება პროფესიული მხატვრობის იმჟამინდელ ნიმუშებს. ეს ნიშნავს, რომ ამ სამ ეკლესიაში ასახულია მომხატველი ოსტატის შემოქმედების სამი სხვადასხვა ეტაპი.

ე. გედევანიშვილი



[რედაქტირება] ლიტერატურა

ხუსკივაძე ი., ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეების „ხალხური“ მოხატულობანი, თბ., 2003.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები