ადაპტაციის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ადაპტაციის აშლილობა''' - (F43.2) [adjuastemnt disorder] ემოციური შფოთვისა და სუ...)
 
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიია ლექსიკონები]]
+
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:აშლილობა]]

13:58, 11 ივლისი 2018-ის ვერსია

ადაპტაციის აშლილობა - (F43.2) [adjuastemnt disorder] ემოციური შფოთვისა და სუბიექტური დისტრესის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ფუნქციონირებასა და სოციალურ ეფექტურობაზე. ვითარდება ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სტრესული სიტუაციების მიმართ ადაპტაციის დროს სტრესორს შეუძლია მოშალოს ინდივიდუალური სოციალური კავშირების ერთიანობა (მძიმე დანაკლისი, განშორება) ან სოციალური მხარდაჭერისა და ფასეულობების (გადაადგილება, ლტოლვილის სტატუსი) უფრო რთული სისტემები; ის აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს კრიზისს ან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც ინდივიდუალურ განვითარებასთანაა დაკავშირებული (სკოლაში სწავლის დაწყება, ბავშვის დაბადება, სასურველი მიზეზის მიუღწევლობა, საქმიდან გასვლა/პენსიაზე გასვლა).

ადაპტაციის აშლილობის ფორმასა და განვითარების რისკს ინდივიდუალური მიდრეკილება და მოწყვლადობა წარმოადგენს, მაგრამ ითვლება, რომ დარღვევა არ განვითარდებოდა სტრესის გარეშე. ეს დაავადება სხვადასხვანაირად გამოიხატება და მოიცავს: გუნებ-განწყობის დაქვეითებას, შფოთვას და წუხილს (ან მათ შერწყმას), უძლურების შეგრძნებას (სიძნელეებთან გამკლავების უუნარობას), პერსპექტიული დაგეგმვის შეუძლებლობას, ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურობის დაწევას. ამას შეიძლება დაემატოს ქცევის აშლილობაც (კერძოდ, მოზარდებში). დომინირებულ ნიშნად შეიძლება გამოვლინდეს ხანმოკლე და გრძელვადიანი დეპრესიული რეაქცია ან ქცევისა და ემოციების სხვა დარღვევები, რომლებშიც ითვლება: კულტურული შოკი, ბავშვების რეაქცია უბედურებაზე და ჰოსპიტალიზმი.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები