არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (ჯვარ-გუმბათოვანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არბოს წმინდა გიორგის ეკლესია''' - ალირქიტექტურუ ძეგლი საქარ...)
 
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 +
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]

15:55, 22 ივნისი 2020-ის ვერსია

არბოს წმინდა გიორგის ეკლესია - ალირქიტექტურუ ძეგლი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში დგას სოფელ არბოში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლლესია (21.8X1478 მ) ჯვარ-გუმბათოვანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან (კარიბჭიდან) და სამხრეთიდანაა. აფსიდში ერთი განიერი სარკმელი და ორი თაღოვანი ბრტყელი ნიშია აფსიდი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული აფსიდის წინ ბემაა, ბემაში ქვის სატრაპეზო დგას ბემას სამხრ კედელში გაჭრილი კარი სადიაკვნეში გადის, ჩრდ. კედელში გაჭრილი – სამკვეთლოში. ორივე სათავსი მსგავსია აღმოსავლეთის კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში – ნიშები, ხოლიო დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით ორივე ეკლესიის დარბაზს უკავშირდება. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე მცირე სათავსებია. ამ სათავსებში ასასვლელი აგურის კიბე გარე კედლებშია ჩატანებული. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში, ზემოთ, სხვადასხვა სიმაღლეზე, ხუთ-ხუთი სარკმელია გუმბათის ყელი ორ თავისუფლად მდგომ ჯვაროვანი კვეთის ბურჯსა და აფსიდის მხრებს ეყრდნობა. ყელი დაბალია, გადახურვა – ბრტყელი.

ფასადებზე გამოყოფილია ფრონტონით დასრულებული ძირითადი ნავი. სარკმლები მოჩარჩოებულია სადად, აგურის ერთსაფეხურიანი წყობით. საკერთხევლის სარკმელს ქვიშაქვის ეაწიერი საპირე აქვს. კედლები დასრულებულია აგურის მრვალსაფეხურიანი ლავგარდნით, ეკლესია გადახურულია თუნუქით.

ეკლესიის დასავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის კარიბჭე, რომლის I სართული სამი მონაკვეთისაგან შედგება: შუა – ეკლესიაში შესასვლელია, ხოლო გვერდებზე თაღებით გახსნილი, გეგმით მსგავსი, თითო სათავსია. სათავსების გარე კედლებში (ერთ შემთხვევაში სამხრეთის, მეორეში – ჩრდილოეთის), შუაში, ბუხარია ბუხრის გვერდებზე, სწორკუთხა ნიშებში თითო მცირე სარკმელია გაჭრილი.

ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩატანებული აგურიც კიბე კარიბჭეზე დაშენებულ სამრეკლოში და გვერდით სათავსების თავზე განლაგებულ ოთახებში ადის. სამრეკლო იარუსებიანია. პირველი იარუსი გეგმით კვადრატული დახურული სათავსია, რომლის დასავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მეორე იარუსი დასავლეთით თაღითაა გახსნილი. მესამე იარუსი ოთხივე მხარეს თაღებით იხსნება. სამრეკლოს ფანჩატური კი რვათაღიანი ღიობია. ფანჩატურს ბოლქვისებური გუმბათი აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები