რუსია მელიტონ
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „რუსია მელიტონ“ გადაიტანა გვერდზე „რუსია მელიტონ ივანეს ძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „რუსია მელიტონ ივანეს ძე“ გადაიტანა გვერდზე „რუსია მელიტონ“ გად...) |
02:34, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია
რუსია მელიტონ ივანეს ძე - (მეტსახელი: Переводчик) (1878 სოფ. ლანჩხუთი - 1951) - ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.
საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, თუმცა სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წლიდან თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი გახდა. რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური ჩართულობის გამო 1905 წელს 5 წლით გადასახლება მიესაჯა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტი) წევრი ხდება. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად ირჩევენ. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში საფრანგეთში.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი