ალანია ბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალანია ბელა“ გადაიტანა გვერდზე „ბელა ალანია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბელა ალანია“ გადაიტანა გვერდზე „ალანია ბელა“ გადამისამართება...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:37, 17 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ბელა ალანია

ალანია ბელა – (1967), ქართველი პოეტი, პროფესიით იურისტი და ეკონომისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე.


საკუთარ დაბადების დღეს
(3 თებერვალი)
მზე ჩადის, მივყვები ხეივანს,
მტევნები მხრებამდე მწვდებიან,
სხივები მწკრივებში, რიგებში,
ტოტებში, ფოთლებში რჩებიან...
მზე ჩადის, ჰორიზონტს ასკდება
დაისი, ქვა-ქარვის ფერია;
მივდივარ, მაწვალებს სიშორე,
მზემდე გზა ძალიან გრძელია...
მივდივარ, მომდევენ ფიქრები,
ნაბიჯებს თუმც აღარ მითვლიან,
კითხვები: მთავრდება ცხოვრება? _
ნაბიჯით მისწრებენ, მერჩიან....
– ჯერ არა, ხორბლისფერ მტევანთა
მოსავლის აღების ჯერია.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები