როდიონოვკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''როდიონოვკა, ფარავანი, თავფარავანი, ფონოვარი''' – სოფელი [[ნინ...)

00:33, 14 მაისი 2024-ის ვერსია

როდიონოვკა, ფარავანი, თავფარავანი, ფონოვარი – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის აღმოსავლეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2075-2140 მ სიმაღლეზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 308, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (98 %) – სომეხი (2002). მიდამოები უტყეოა.

საბჭოთა პერიოდში სოფლის სიახლოევს, მისგან სამხრეთ-აღმოსვლეთით ფუნქციონირებდა სამსრის სეტყვის საწინააღმდეგო ექსპედიცია. შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 ეკლესია, გვიანი შუა საუკუნეების ქარვასლის ნანგრევები. სოფელზე გადიოდა თრიალეთისა და ჯავახეთის დამაკავშირებელი გზა. სოფელში არსებული ტბის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „აქა არს წყარო, რომლისა სმით, უკეთუ იყოს ვინმე მაძღარ ფრიად ანუ დაცონვილ, მოადნობს სმითა, ვითარცა ქონსა ცეცხლი”. 1840-იან წლებში აქ დასახლდნენ დუხობორები. მას შემდეგ სოფელს ეწოდა როდიონოვკა.

სახელწოდება „როდიონოვკა” უკავშირდება XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლებას. ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე [1931-1932 წ.] იგი ორი სახელითაა აღნიშნული: როდიონოვკა, ფრჩხილებში კი ფონოვარია მითითებული.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები