რუხი წერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რუხი წერო''' –(Grus grus) – ფრინველი წეროსებრთა ოჯახიდან. საკამოდ ი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:RUXI WERO.PNG|thumb|რუხი წერო]]
 
'''რუხი წერო''' –(Grus grus) – ფრინველი წეროსებრთა ოჯახიდან. საკამოდ იშვიათი ფრინველია. გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აფრიკა]]ში (ტუნისში), ციმბირში, შუა აზიაში, [[თურქეთი|თურქეთსა]] და ჩრდილო [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში წინათ ბუდობდა ჯავახეთში, ამჟამად ცალკეული წყვილები აღნიშნულია ხოზაფინის ტბასთან და მარტვილის რაიონში. ეტანება ველ-მინდვრებს, ტბიან და  ჭაობებიან ადგილებს.  
 
ხაზი 7: ხაზი 8:
  
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
+
* [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 +
* საქართველოს წითელი წიგნი
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:წეროსებრნი]]
 
[[კატეგორია:წეროსებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 00:54, 14 მაისი 2024 მდგომარეობით

რუხი წერო

რუხი წერო –(Grus grus) – ფრინველი წეროსებრთა ოჯახიდან. საკამოდ იშვიათი ფრინველია. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში (ტუნისში), ციმბირში, შუა აზიაში, თურქეთსა და ჩრდილო მონღოლეთში. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში წინათ ბუდობდა ჯავახეთში, ამჟამად ცალკეული წყვილები აღნიშნულია ხოზაფინის ტბასთან და მარტვილის რაიონში. ეტანება ველ-მინდვრებს, ტბიან და ჭაობებიან ადგილებს.

რუხი წერო საქართველოში მოფრინავს მარტში, ხოლო მიფრინავს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში. მონოგამიურია და ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთს სიკვდილამდე). ბუდეს იკეთებს მიწაზე: ფეხებით ამოთხრის პატარა ორმოს და ამოაგებს მას წვრილი ტოტებით, ბალახებით ან უბრალოდ დატკეპნის დამპალ ლერწამს. საბუდარი ტერიტორია შემოიფარგლება 5-6 კილომეტრით. აპრილში დებს 1-3 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება ერთ თვემდე. კრუხობს დედალ-მამალი, მაგრამ დედალი – უფრო მეტ ხანს. მართვეებს ორივე მშობელი კვებავს; გამოჩეკიდან ორი კვირის შემდეგ მართვეებს ეზრდებათ მომქნევი ბუმბულები, ხოლო ერთი თვის ასაკში ისინი უკვე მთლიანად იმოსებიან ბუმბულით. აგვისტოში წეროები იწყებენ ნომადობას, ხოლო თვის დამლევისათვის იკრიბებიან გუნდებად და ემზადებიან გადასაფრენად.

რუხი წერო საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები