ბადრიძე ილიკო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ილიკო ბადრიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბადრიძე ილიკო“ გადამისამარ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
− | [[კატეგორია:საბჭოთა | + | [[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] |
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]] | [[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]] |
14:21, 17 მაისი 2019-ის ვერსია
ბადრიძე ილია ნესტორის ძე (მეტსახელი: ილიკო) (დ. - 1978, ქ. თელავი - გ. - 19.VII.1937) - სოციალ-დემოკრატი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე.
1902 აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. 1905 მონაწილეობას იღებდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. რის გამოც ის არალეგალური საბუთებითა და შეცვლილი სახელით ცხოვრობდა ბაქოში. 1911 ბაქოში დააპატიმრეს და იძულებული გახდა, გაემხილა თავისი ნამდვილი სახელი. ამის შემდეგ იჯდა მეტეხის ციხეში, მოგვიანებით კი ციმბირში სამუდამო გადასახლება მიესაჯა.
1917 წელს დაბრუნდა საქართველოში და დასახელებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში პარლამენტი) წევრად. ილია ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ილია ბადრიძე ემიგრაციაში არ წასულა. საბჭოთა ჩეკამ მასზე ძებნა გამოაცხადა, როგორც მენშევიკების ერთ-ერთ ლიდერზე, და ამ ბრალდებით მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. ბადრიძე პატიმრობაში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა. მეორე პატიმრობა მას 1924 წლის აჯანყების შემდეგ მოუწია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, სადაც მუშაობდა მელნის საამქროში. 1937 წელს ილია ბადრიძეც სხვა ბევრის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ის ბრალდების გამოტანის დღესვე დახვრიტეს.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016;
- ვ. გურული, ნოე ჟორდანია, პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი