მარტყოფის ღვთაება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მარტყოფის ღვთაება''' − ერთხელ ღვთაება ხევის სიონიდან, სადაც ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
[[კატეგორია:ქართული მითბი]]
+
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 13:49, 24 თებერვალი 2020 მდგომარეობით

მარტყოფის ღვთაება − ერთხელ ღვთაება ხევის სიონიდან, სადაც თავიდანვე ესვენა, გაფრენილა და ანგელოზის სახით მის ყმებს – სისაურსა და ცოფურს ჩვენებია. ორივე ეს გვარი მას დასდევნებია. ბევრი იფრინა ღვთაების ხატმა და, ბოლოს, მარტყოფის კლდეში შეფრინდა და ისინიც აქვე დაბინავდნენ. ეს ამბავი ბერებს გაუგიათ, მარტყოფში მისულან და მოხევეებისათვის უკითხავთ მისი გადმოსვლის მიზეზი. მოხევეებს უთქვამთ, ეს ადგილი ხატმა თავის საბრძანისად ამოირჩიაო. ჩვენ მისი ყმები ვართ და, სადაც ხატია, ჩვენც იქ უნდა ვიყოთო. ბერები გამოქვაბულში შესულან და ღვთაებისათვის თაყვანი უციათ. შემდეგ მოხევეებისგან მალულად ოქროს ძეწკვი შეუბამთ ხატისთვის, თბილისში წაუბრძანებიათ და აქ მის საბრძანისად სიონის ტაძარი აუგიათ. მაგრამ ხატი აქაც არ დამდგარა და ისევ მარტყოფის კლდეში დაბრუნებულა. ამიტომ, ხალხის რწმენით, მისი მთავარი საბრძანისი მარტყოფია, შემდეგ კი ხევისა და თბილისის სიონი. მთავარი კი მაინც მარტყოფის კლდეა.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები