არსენ კათოლიკოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:48, 26 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არსენ კათოლიკოსი - კათოლიკოსი და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დაახლ. XIII ს-ის 40-იანი წწ-დან 1248 წ-მდე.
დაახლ. 1241 წ. იგი რუსუდან მეფემ დიპლომატიური მოლაპარაკებების საწარმოებლად გააგზავნა ბათუ ყაენთან, სადაც თან ხლებია მგელა აბულახტარისძე. უკან დაბრუნების შემდეგ არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლი ამ პირს აძლევს წყალობის სიგელს. იგივე არსენი 1247/1250 წწ-ში ბერად შემდგარა შიომღვიმის მონასტერში. მისი მოთხოვნით გრიგოლ სურამელმა დაუბრუნა მიტაცებული სოფლები შიომღვიმის მონატერს, რაზედაც იუწყება გრიგოლ სურამელის მონასტრისადმი ბოძებული ანდერძი.
წყარო და ლიტერატურა
ქისკ 1984: 119, 125, 127; ბერძენიშვილი 1966: 21-22.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში.