თავდაუსხმელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:42, 27 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავდაუსხმელობა - თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომლის თანახმად დაუშვებელია პოლიტიკური, ეკონომიკური ან სტრატეგიული ხასიათის ნებისმიერი მოსაზრებით ომის გაჩაღება ასევე დაუშვებელია, რომ რომელიმე სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველმა გამოყენოს შეიარაღებული ძალა.

ეს პრინციპი დამკვიდრებულია გაეროს წესდებაში და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებში. იგი ავალდებულებს თითოეულ სახელმწიფოს, პირველმა არ გამოიყენოს შეიარაღებული ძალა პირდაპირ ან არაპირდაპირ; თავი შეიკავოს აგრესიული ომის პროპაგანდისგან; ძალის გამოყენების მუქარისგან სახელმწიფო საზღვრის დარღვევის და საერთაშორისო დავის გადაწყვეტის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები