ბოლქვაძე მალაქია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:57, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოლქვაძე მალაქია – (XIX ს მე-2 ნახ.), ქართული პრესის მოღვაწე. განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. მონაწილეობდა ქუთაისის დასის მუშაობაში. მას ეკუთვნის პუბლიცისტური წერილები და კორესპონდენციები, აგრეთვე, ცნობები, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოში მონაწილეობისა და გამოსვლების შესახებ.
- რა მემღერება
- რა მემღერება, როს ტანჯვის ბუდე
- სავსე კაეშნით გულზე მედება,
- როს კიდობანში, მშფოთვარე სულით
- დამძიმებული ვაებით კვდება.
- რა მემღერება, როს გარეშემო
- უკუნი ბნელი შემომხვევია,
- როს წმინდა წყალი, ჩემი საგემო,
- მტერ-მეზობელსა დაულევია.