წნეხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:28, 3 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წნეხა – წნეხებზე სხვადასხვა მასალების წნევით დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, რომლის შედეგად იღებენ ნამზადებსა და ნაკეთობებს ლითონების, პლასტმასებისა და ფხვნილებისაგან.
წნეხის რამდენიმე მეთოდია ცნობილი: აირსტატიკური, არამჟანგავი, აფეთქებით, გვერდითი გამოდინებით, დარტყმითი, დენად მატრიცაში, დინამიკური, ელექტროჰიდროდინამიკური, ელექტროიმპულსური, ვაკუუმური, ვიბ-რაციული, ზესწრაფი, ზოდების, თხევადი, იზოთერმული, იზოსტატიკური, იმპულსური, ინჟექციული, კვაზიიზოსტატიკური, ლითონების, მაგნიტურ-იმპულსური, მანქანური, მილების, მუნდშტუკური, ორმხრივი, პირდაპირი, რბილ ყალიბში, უწყვეტი, ფხვნილების, ცალმხრივი, ცენტრიდანული, ცივი, ცივი იზოსტატიკური, ცხელი, ცხელი დინამიკური, ცხელი იზოსტატიკური, ცხელი ჰიდროსტატიკური, ჰიდროდინამიკური და სხვ.