ადიდვა მავთულის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადიდვა მავთულისლითონების წნევით დამუშავების ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ამ გზით მიიღება ფოლადის, ფერადი ლითონებისა და შენადნობების სორტამენტის ფართო სპექტრი დიამეტრით 0,01-16 მმ. ადიდვისათვის გამოიყენება დგანები ჰორიზონტალური და შვეული დოლით, მავთულის სრიალითა და მის გარეშე, ინდივიდუალური და ჯგუფური ამძრავითა და სხვ. თითო დგანზე შეიძლება მოთავსდეს 25 და მეტი ფოლადის ან ალმასის ტვირთსათრევი ხაზი, აღჭურვილი სველი ან მშრალი შესაზეთი აბაზანებით. მომხმარებლებს პროდუქცია (მავთული მრგვალი, კვადრატული, ექსვსკუთხა, ტრაპეციული ან ოვალური განივკვეთის) მიეწოდება ხვეულას სახით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები