ბადრიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:40, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ბადრიძე

გიორგი ბადრიძე – (Giorgi Badridze), ქართველი დიპლომატი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიოს საზღვაო ორგანიზაციაში.

დაიბადა 13 მარტი, 1968 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1995-1996 – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (პრაღა, ბუდაპეშტი), მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროპულ სწავლებებში;
1985-1992 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (წარჩინებით);
1989 – ვილიამს კოლეჯი, მასაჩუსეტსი, აშშ, გაცვლითი სტუდენტი;
2004 და 2006 – გავლილი აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული კურსები, ამერიკული უნივერსიტეტი (AU) და მერილენდის უნივერსიტეტი.

სამუშაო გამოცდილება:
1991-1992 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი;
1992-1993 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მეორე მდივანი;
1993-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის პარტნიორულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი;
1994-1995 – საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში;
1995 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1996-1997 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი; 1997-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი;
1999-2002 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თურქეთის რესპუბლიკაში;
2003 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი;
2007-2008 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში;
2013-დან – საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი;
2014-დან – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე საბაზისო თურქულს, იტალიურს და გერმანულს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები