აჟურული დეკორაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:16, 3 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჟურული დეკორაცია – (ფრანგ. a jour – გამჭოლი) სიბრტყობრივი ფერწერული დეკორაციის ერთ-ერთი სახეობა: დეკორაციული ტილოს ფერწერულ ზედაპირზე კეთდება ფართო ჭრილი, რომლის მიღმა მოჩანს ფონი, ცის გამოსახულება, არქიტექტურული ან პეიზაჟური დეკორაციის მეორე პლანი და ა.შ. აჟურული დეკორაცია ქმნის სივრცობრივი სიღრმის ილუზიას (ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს შესაფერისი განათება), წარმოშობს სცენურ პერსპექტივას.