ბრუნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრუნება – სახელთა ფორმაცვალება, რომლის დროსაც იცვლება სიტყვის მხოლოდ გრამატიკული მნიშვნელობა, ლექსიკური მნიშენელობა კი უცვლელი რჩება.

ბრუნება ხდება ბრუნვათა მიხედვით. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გამოყოფენ 7 ძირითად ბრუნვას, ესენია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი. მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. ბრუნვის ფორმათა სისტემა ქმნის პარადიგმას. პარადიგმის წევრებს შორის ურთიერთმიმართების სახე განსასღვრავს პარადიგმის მორფოლოგიურ ტიპს.

ქართულში ბრუნვის ნიშნებსა და ფუძეში მიმდინარე ცვლილებები ფონეტიკური ხასიათისაა. ტრადიციულად წარმოდგენილი ბრუნების ტიპების კლასიფიკაციაც ემყარება არა მორფოლოგიურ, არამედ ფონოლოგიურ კრიტერიუმს. სახელთა ბრუნება როგორც მორფოლოგიური პროცესი, ქართულში ერთია (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა). ამდენად, ბგერით ცვლილებათა გამო მიღებული სახეობების მორფოლოგიურ ტიპებად მიჩნევა მიზანშეუწონელი ჩანს.

ბრუნების მორფოლოგიური პრინციპის მიხედვით, სახელი ორგვარია: სუბსტანტივი და ატრიბუტივი. სუბსტანტივი ცალკე მდგომი სახელია, რომელსაც 7-წევრიანი (სრული) ბრუნების პარადიგმა აქვს. სუბსტანტიევთა ბრუნების პროცესში ფონოლოგიური სხეაობის მიხედვით აჯგუფებენ ბოლოხმოვნიან და ბოლოთანხმოვნიან სახელებს: ბოლოხმოვნიანი სახელები, თავის მხრივ. ფიძეუკვეცელი ან ფუძეკვეცადია. თანხმოვანფუძიანი სახელებიც, ფუძის ფონეტიკური ცვლის მიხედვით, ფუძეუკუმშველი ან ფუძეკუმშვადია. ქართულში გვაქეს კუმშვად-კვეცადი სახელებიც (ა. მანიძე, არნ. ჩიქობავა).

ატრიბუტივის (მსაზღვრელი სახელის) ბრუნების პარადიგმა, როდესაც მსაზღერელი სასღვრულის წინ არის დასმული. რიგი თავისებურებებით გამოირჩევა: 1 თანხმოვანფუძიანი ატრიბუტივი წინადადებაში გვხედება: ა) უნიშნოდ (ემთხვევა ფუძეს): „მაღალ სახლ-ს“, „მაღალ სახლ-ად“; ბ) -ი სუფიქსიანი ფორმით: „მაღალ-ი სახლი“, „მაღალ-ი სახლ-ის“, „მაღალ-ი სახლით“ გ) -მა სუფიქსიანი ფორმით: „მაღალ-მა სახლ-მა“; დ) -ო სუფიქსიანი ფორმით: „მაღალ-ო სახლ-ო“. 2. ხმოვანფუძიანი მსასღვერელი უბრუნველია და ყველა ბრუნვაში სახელის ფუძეს ემთხვევა: „კოხტა მდელო“, „კოსტა მდე-ლო-მ“: „კოსტა მდელო-ს“

ბრუვათა სისტემების ანალიზისას, მორფოლოგიურ ნიშანზე დაყრდნობით, გამოიყოფა კერძო სისტემები, რომლებიც რამდენიმე ჯგუფში ერთიანდებიან (ჰ. ფოგტი): I. საკუთარი სახელები (ოთხბრუნვიანი პარადიგმით); 2. ჩვენებითი ნაცვალსახელები (ფუძემონაცვლეობის პრინციპი); 3. რა ნაცეალსახელი; 4. ვინ ნაცვალსახელი; 5. პირის ნაცვალსახელები და ა. შ. ამ კერძო შემთხვევებში არსებითია ის, რომ ყეელგან ბუნების ნაკლული პარადიგმა გვაქვს – აკლია ესა თუ ის ბრუნეა, რომელთა კომპენსაციასაც ან ამაეე პარადიგმის წევრის საშუალებით ახდენს (ვინ ნაცვალსახელი ითავსებს სახელობითისა და მოთხრობითის ფუნქციებს), ანდა სხვა ჰარადიგმიდან სესხულობს (ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემიდან –ეს (ის) იგი ერთეულებს მესამე პირის ნაცვალსახელის ნომინატივის ფუნქციით, ჩემ- კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფუძეს პირეელი პირის ნაცვალსახელის ნათ. ბრუნვის გადმოსაცემად და სხვ). ყველა ეს კერძოობითი პარადიგმები ქმნიან ბრუნების III ტიპს (ნაკლული პარადიგმის მქონე სახელთა ჯგუფს).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები