ევჰემერიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:49, 28 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევჰემერიზმი – ელინისტური ეპოქის ბერძნულ სამყაროში გავრცელებული მოძღვრება, რომელიც ფილოსოფოსმა ევჰემეროსმა (ძვ.წ. IV ს.) ჩამოაყალიბა თავის სოციალურ-უტოპიური ხასიათის რომანში სახელწოდებით „წმინდა ჩანაწერი“.

ევჰემეროსის ისტორიულ-რელიგიური მრწამსის მიხედვით, ღმერთები და გმირები სხვა არაფერია, თუ არა წარსულის სახელოვანი ადამიანები, რომლებიც ხალხმა გააღმერთა, მიანიჭა რა მათ ზებუნებრივი თვისებები. ასეთი რამ მართლაც ხდებოდა ელინიზმის ეპოქაში, მაშინ როდესაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ევჰემეროსი. გავიხსენოთ თუნდაც ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს ღმერთად.

მართალია, ევჰემეროსის მოძღვრების მიხედვით შეუძლებელი იყო ყველა მითისა თუ რელიგიური წარმოდგენის ახსნა, მაგრამ მან მაინც ფართო აღიარება მოიპოვა ძველ სამყაროში. რომანი ჩვენამდე ფრაგმენტულად შემორჩა. მისი შინაარსი კი ცნობილია სხვა ავტორთა თხზულებებიდან. შედარებით ვრცლად მოგვითხრობს მას დიოდოროს სიცილიელი თავის „ბიბლიოთეკაში“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები