სამობილიზაციო ბაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამობილიზაციო ბაზა – ეკონომიკური, ტექნიკური, საორგანიზაციო და სამხედრო რესურსები, რომლებიც სახელმწიფოს მასშტაბით მობილიზაციის ჩატარების საფუძველს (ბაზას) წარმოადგენს.
სამობილიზაციო ბაზას პირველ რიგში განეკუთვნება:
- ხალხის რესურსი და მომზადების დონე, რომელიც საჭიროა მობილიზაციის გეგმის თანახმად სამხედრო-ფორმირებების დასაკომპლექტებლად;
- მშვიდობიანობის პერიოდში შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და სხვა მატერიალური საშუალებების მარაგების შექმნა;
- სამხედრო ვალდებულებათა კარგად დაყენებული აღრიცხვა, შეტყობინება და შეკრება.
- გარდა ამისა, სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების არსებობა, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალებისთვის მისაწოდებლად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017