ფსიქოლოგიური ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოლოგიური ოპერაცია - მოწინააღმდეგის ჯარებსა და მოსახლეობაზე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შეთანხმებულია მიზნების, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით.

ფსიქოლოგიური ბრძოლის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი ხერხი. გამოიყენება დაპირისპირებული მხარის დეზორიენტაციის და დემორალიზაციის, მისი ნების და წინააღმდეგობის შემცირებისთვის, აგრეთვე თავისი და მეგობარი სახელმწიფოების მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კონსოლიდაციისა და მორალური სულისკვეთების განმტკიცებისათვის. მიზნების, მასშტაბების და ამოცანების კვალობაზე ფსიქოლოგიური ოპერაციები ხორციელდება სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. მათ განსახორციელებლად იზიდავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, დიპლომატიურ და სადაზვერვო ორგანოებს, სამხედრო ფორმირებების მეთაურებს და შტაბებს, შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური ბრძოლის სპეციალურ აპარატს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები