ფსიქოლოგიური ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოლოგიური ბრძოლა - მოწინააღმდეგე მხარეების აქტიური მოქმედება საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ სფეროში. წარმოებს მშვიდობიანობის და ომიანობის დროს.

ფსიქოლოგიური ბრძოლა მოიცავს ღონისძიებების კომპლექსს მიმართულს ადამიანების გარკვეული ჯგუფების და ცალკეული პირების რიგ საკითხებზე სასურველი მიმართულებით ქცევითი და ემოციური განწყობის შესაცვლელად.

შეიარაღებულ ძალებში ეს ღონისძიებები ხორციელდება მოწინააღმდეგის ჯარების და მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ანალოგიური აქციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის, საკუთარი ჯარების და მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებების განმტკიცებისათვის. მათ განიხილავენ, როგორც სპეციფიკურ იარაღს, რომლის მეშვეობითაც მაღლდება საბრძოლო მოქმედებების ეფექტურობა.

ფსიქოლოგიური ბრძოლა წარმოებს ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელების გზით. მის ძირითად ფორმებს წარმოადგენს: პროპაგანდა ბეჭდვითი, ტელერადიო და ინტერნეტ საშუალებებით და სხვა.

XXI საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგიური ბრძოლის საშუალებად იქცა ე.წ. საინფორმაციო იარაღი (რადიოელექტრონული ბრძოლის სხვადასხვა საშუალება, ზემაღალი სიხშირის გენერატორები, კომპიუტერული ვირუსები და სხვა).

ბევრი განვითარებული სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში არსებობს სპეციალური ორგანოები და ქვედანაყოფები, რომლებიც ფსიქოლოგიური ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტაზე მუშაობენ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები