ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Samxedro leqsikoni.jpg

წიგნში განხილულია ტერმინები და მათი განმარტებები, რომლებიც მიეკუთვნება სამხედრო დარგის ისეთ მიმართულებებს როგორებიცაა:

  • სამხედრო თეორიის საერთო საფუძვლები – საერთო თეორიული მიმართულება, რომელიც სამხედრო დარგის მოვლენებისა და პროცესების სტრუქტურულ და სისტემურ კატეგორიებს ასახავს;
  • სამხედრო ხელოვნება – სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნების და ტაქტიკის ტერმინები და მათი განმარტებები;
  • შეიარაღებული ძალების მშენებლობა; სამხედრო აღზრდა და სწავლება; შეიარაღება და მისი გამოყენება; შეიარაღებული ძალების მართვა; სამხედრო ეკონომიკა; შეიარაღებული ძალების სახეობები; სამხედრო ისტორია.
  • საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგები და მათი სამხედრო გამოყენება.
  • სხვა საკითხები, მათ შორის ბალისტიკა და სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიები.
  • საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხედართმთავრები, სამხედრო მოღვაწეები და სამხედრო მეცნიერები.

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი საინტერესოა სამხედრო პოლიტიკური მოღვაწეებისთვის, შეიარაღებულ და სხვა სამხედრო ძალებში მომსახურე პერსონალისთვის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მომუშავე სპეციალისტებისთვის, სამხედრო მეცნიერებისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის, სამხედრო დარგით დაინტერესებული სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტებისთვის, სამხედრო აკადემიის კურსანტებისთვის, მსმენელებისთვის, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ზოგადად დაინტერესებული მკითხველისათვის.

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / ავტორები და შემდგენლები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.]; აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის რედაქციით; თარგმანი: შ. ბაიაძე, გ. ლეფონავა, ა. მანჯგალაძე, ა. ღუდუშაური. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები