ამნეზია დისოციაციური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:51, 2 აგვისტო 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამნეზია დისოციაციური - (F44.0), (amnesia, dissociative), ძირითადი ნიშანია – მეხსიერების დაკარგვა, როგორც წესი, უახლოეს მოვლენებზე, რომელიც არ შეიძლება დაუკავშირდეს ორგანულ ფსიქიკურ აშლილობას და საკმაოდ დიდია იმისათვის, რათა აიხსნას უბრალო გულმავიწყობითა და დაღლილობით.
ჩვეულებრივ, ამნეზია ტრავმული მოვლენის შედეგია (როგორიცაა: უბედური შემთხვევა, მოულოდნელი მძიმე დანაკარგი) და, უფრო ხშირად, არის ნაწილობრივი ან არჩევითი. სრული და გენერალიზებული ამნეზია იშვიათია და, როგორც წესი, ფუგის ფარგლებში გვხვდება.