ამნეზია დისოციაციური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამნეზია დისოციაციური - (F44.0), (amnesia, dissociative), ძირითადი ნიშანია – მეხსიერების დაკარგვა, როგორც წესი, უახლოეს მოვლენებზე, რომელიც არ შეიძლება დაუკავშირდეს ორგანულ ფსიქიკურ აშლილობას და საკმაოდ დიდია იმისათვის, რათა აიხსნას უბრალო გულმავიწყობითა და დაღლილობით.

ჩვეულებრივ, ამნეზია ტრავმული მოვლენის შედეგია (როგორიცაა: უბედური შემთხვევა, მოულოდნელი მძიმე დანაკარგი) და, უფრო ხშირად, არის ნაწილობრივი ან არჩევითი. სრული და გენერალიზებული ამნეზია იშვიათია და, როგორც წესი, ფუგის ფარგლებში გვხვდება. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

დისოციაციური ამნეზია შეიძლება აღმოცენდეს ცალკე ან სხვა დისოციაციურ აშლილობებთან ერთად; ასევე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, მწვავე სტრესული აშლილობის და სომატიზირებული აშლილობის დროს. დისოციაციური ამნეზიის დიაგნოზი ისმება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი აშლილობები არ აღენიშნება.

დისოციაციური ამნეზია უნდა განვასხვავოთ ისეთი ამნეზიისგან, რომელსაც სომატური მიზეზები გააჩნია. ის ორი ფორმით არის აღწერილი:

1. ფსიქოგენური ამნეზია, რომელიც ერთ, ახლახან მომხდარ ტრავმულ მოვლენას ეხება.

2. ბავშვობის ხანგრძლივი პერიოდების გახსენების უუნარობა. ასეთი შემთხვევების დროს ზოგიერთ პაციენტს პარალელურად ორგანული დაავადებაც აღენიშნება.

ამ საკითხზე ინფორმაციის მოსაპოვებლად იხ. Coons (1998).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები