მესხური მსუქანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესხური მსუქანა – მესხური ვაშლის ჯიში. გვხვდება ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მსხმოიარობაში შედის მე-8-10 წელს. ნაყოფი დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო და ნახევრად ვარდისფერი, ჟანგსიფერი ლაქებით, პრიალა და ოდნავ ცხიმიანი ზედაპირით. წვნიანი და არომატულია. საშუალო მოსავლიანია (იძლევა 300 კგ მოსავალს). ინახება დიდხანს (მაისამდე) და ტრანსპორტაბელურია. გამძლეა დაავადებების მიმართ.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები