ნაყოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nayofi.jpg

ნაყოფი – ფარულთესლოვან მცენარეთა ორგანო, რომელიც წარმოიქმნება ყვავილისაგან და შეიცავს ერთ ან მეტ თესლს, ვითარდება ორმაგი განაყოფიერების შემდეგ.

მის შექმნაში მონაწილეობს: ნასკვი, ყვავილსაჯდომი, ყვავილსაფარი, ბუტკო, სვეტი, დინგი, მტვრიანა და სხვ., მაგრამ მარტო ნასკვის მონაწილეობის შემთხვევაში წარმოიქმნება ნამდვილი ნაყოფი, ხოლო როდესაც ნასკვთან ერთად ყვავილის სხვა ნაწილებიც მონაწილეობს ცრუნაყოფი მიიღება.

მარტივია ნაყოფი, როდესაც მის წარმოქმნაში მხოლოდ ერთი ბუტკო მონაწილეობს, რთული კი, როდესაც ყვავილში რამდენიმე ბუტკოა.

საერთო ყუნწზე წარმოქმნილ, შეზრდილ, ურთიერთმჭიდროდ დაკავშირებულ ნაყოფს ნაყოფედი ეწოდება (ანანასი, თუთა, ლეღვი და სხვ.). | ნაყოფსაფარისა და ყვავილსაჯდომის განვითარების მიხედვით წვნიან (ხორცოვან) და მშრალ ნაყოფს ვანსხვავებთ. მშრალი ნაყოფი იყოფა ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფში შედის ერთ-თესლიანი, თვითუხსნადი ნაყოფი (მარცვალა, თესლურა, კაკალი, კაკლუჭა). მეორე ჯგუფში კი — მრავალთესლიანი თვითხსნადი ნაყოფი (ფოთლურა, პარკი, ჭოტი, ჭოტაკი, კოლოფი).

მშრალი ერთმარცვლიანი, უხსნადი ნაყოფები

მარცვალა ნაყოფის ისეთი ფორმაა, რომლის ნაყოფსაფარი მჭიდროდაა შეზრდილი თესლთან, ტყავისებურია. ასეთი ნაყოფი ახასიათებს მარცვლოვანთა ოჯახს.
თესლურა ორი ნაყოფის ფოთლისგანაა წარმოშობილი, ერთთესლიანი, მშრალი უხსნადი ნაყოფია, ნაყოფსაფარი ტყავისებურია (მზესუმზირა, გვირილა, ბურბუშელა და სხვ.).
კაკალი მშრალი უხსნადი ნაყოფია, დაფარულია გახევებული ან გამაგრებული ნაყოფსაფარით, ერთთესლიანია.
კაკლუჭა ერთთესლიანია, ნაყოფსაფარი ტყავისებურია (კაკალი, ცაცხვი და სხვ.). ასეთი ნაყოფები აქვთ ტუჩოსანთა და ლაშქარასებრთა ოჯახების წარმომადგენლებს.

მშრალი მრავალმარცვლიანი თვითხსნადი ნაყოფები

ფოთლურა ერთბუდიანი ნაყოფია, რომელიც შემდგარია ერთი ნაყოფის ფოთლისაგან, მრავალთესლიანია, მომწიფებისას იხსნება მუცლის ნაკერზე ზევიდან ქვევით. ასეთი ნაყოფი დამახასიათებელია ბაიასებრთა ოჯახისათვის (ხარისძირა, წყალიკრეფია, დეზურა, ტილჭირი, სოსანი და სხვ.).
პარკი ერთბუდიანი, ერთი ნაყოფის ფოთლისაგან შექმნილი ნაყოფია, იხსნება მუცლისა და ზურგის ნაკერით, მრავალთესლოვანია. ახასიათებს პარკოსანთა ოჯახს.
ჭოტი ორბუდიანი ნაყოფია. ორი ნაყოფის ფოთლისაგანაა წარმოშობილი. მრავალთესლიანია, თესლების ტიხრები ორ რიგადაა განლაგებული. მომწიფებული ჭოტი იხსნება ორი საგდულით, ქვევიდან ზევით (კობოსტო, ბოლოკი, მდოგვი, თალგამი და სხვ.).
ჭოტაკი ნაყოფია, რომლის სიგრძე და ს-განე თითქოს თანატოლია (წიწმატურა).
კოლოფი ისეთი ნაყოფია, რომლის შექმნაშიც მონაწილეობს ორი ან რამდენიმე ნაყოფის ფოთოლი, იგი ერთი ან მრავალბუდიანია, რომელთა გახსნა საგდულებით სხვადასხვა გზით ხდება: მაგალითად, ზერელებით (ყაყაჩო), სახურავით (ლენცოფა), ნაპრალებით (ლევა) და სხვ.
წვნიანი ან ხორცოვანი ისეთი ნაყოფია, რომლის ნაყოფსაფარი შეიცავს წვენს და უხსნადია.
კენკრა წარმოიქმნება ზედა ან ქვედა ნასკვისაგან (კოწახური, ვაზი, მოცვი, პამიდორი, ძაღლყურძენა და სხვ.).
კურკიანა ნაყოფები ერთთესლიანია, ნაყოფსაფარი ჩვეულებრივ ხორცოვანია, იშვიათად მშრალი. აღნიშნული ჯგუფიდან უფრო გავრცელებულია ერთთესლიანი კურკოვანები: ქლიავი, ბალი, ალუბალი, ტყემალი, გარგარი და სხვა. მშრალი ნაყოფსაფრიანი ნაყოფი აქვს: ნუშს. ფსტას და სხვ.

წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები