აბაკელია იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Abakelia.jpg|thumb||450პქ|'''იოსებ აბაკელია'''<small><br />'''დაბადების თარიღი'''...)
 
(წყარო)
ხაზი 47: ხაზი 47:
  
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
[[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]] [[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]]

11:38, 11 მაისი 2017-ის ვერსია

იოსებ აბაკელია
დაბადების თარიღი - 2 მარტი, 1882
დაბადების ადგილი - ქ. ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი - 1938 (56 წლის)
საქმიანობა - ექიმი, ფსიქიატრი

იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია – (დ. 2 მარტი, 1882, ქუთაისი – გ. 1938) ფსიქიატრი, საქართველოს პარლამენტის პრეზიდიუმის წევრი

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველ დაწყებითი სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო რომელიც 1903 წელს დაამთავრა და ნოვოროსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე შევიდა.

1903 წელს სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში იწყებს მუშაობას ქ. ოდესაში და ნოვოროსიის უნივერსიტეტის ხსენებულ პარტიის სტუდენტთა ფრაქციის კომიტეტის და პერესიპის მუშათა რაიონის წევრად ითვლება.

1905 წელს რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს მხურვალე მონაწილეობას იღებს მოძრაობაში და არა ერთი და ორი ებრაელი მსხვერპლი გადაარჩინა „რუსთა კავშირის“ გახულიგანებულ და გამხეცებულ ბრბოს, როდესაც მეზღვაურთა დამცველ რაზმს მეთაურობდა ოდესაში.

1906 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის ცენტრალურ ორგანოს წევრად ამოირჩიეს.

1907 წლის 4 ნოემბერს დაატუსაღეს ოდესაში და 21 თვეს იჯდა ციხეში. /Въ одиночное заключеніе/. სხვებთან ერთად სისხ. სამ. 102 მუხლის ძალით გაასამართლა სამხედრო-საოლქო სასამართლომ და უდანაშაულოდ იცნო იგი. ციხიდან გამოსვლისას ოდესის გრადონაჩალნიკმა ტოლმაჩოვმა აუკრძალა ოდესის საზღვრებში ცხოვრება და განდევნილი იქმნა.

ოდესიდან მიდის ბედის საძიებლად-უნივერსიტეტში შესასვლელად სხვა ქალაქებში, მაგრამ ისევ ტოლმაჩევის საიდუმლო მიწერილობის წყალობით უნივერსიტეტის კარები დახშული შეიქნა მისთვის კიევსა და ხარკოვში, მხოლოდ 1909 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე პროფ. ტარასევიჩისა და დიოშინის თავდებობით და იმავე წლის გიორგობის თვეში ხელ-მეორედ დაიჭირეს და ხუშჩევის პოლიციის ნაწილში მოათავსეს. ქრისტეშობისთვის ბოლო რიცხვებში, შიმშილის გამოცხადების შემდეგ, გაანთავისუფლეს.

1910 წლის მარტში გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რეკტ. მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავის დადგენილება.

1911 წელს დაამთავრა საექიმო ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როგორც ექიმი, გურიაში (ოზურგეთის მაზრაში) მუშაობდა.

1913 წლის დასასრულს ფინლიანდიას გაემგზავრა სახელმწიფო სანატორიუმ „ხალილა“-ში, სადაც სპეციალურად შეისწავლა გულმკერდის ავადმყოფობა (უმთავრესად ჭლექი) და სანატორიუმის საქმის სასურველ ნიადაგზე დაყენება. იქვე დაწერა შრომა რუსულ ენაზე: „Къ вопросу о роли трахеобронхіальныхъ железъ при туберкулезной инфекціи и о возможной локализаціи первичнаго гнħзда“.

1914 წელს მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და უფროს ექიმად დანიშნეს მე 20 არტილერიის პარკის ბრიგადაში.

7 თვეს იყო კავკასიის ფრონტზე (სარაყამიშთან ბრძოლის დროს); 4 თვეს გალიციაში, 11 თვეს ჩრდილოეთის ღვინის ფრონტზე და 10 თვეს-სამხრეთ-დასავლეთის ანუ ბროდის ფრონტზე.

რევოლიუციის დროს იყო მე 11 არმიის სამხედრო-რევოლიუციონურ კომიტეტის წევრი და რწმუნებული იმავე არმიის კომისარისა, და სამხრეთ-დასავლეთის სანიტარულ საბჭოთა საბჭოს წევრი.

1918 წლის 8 თებერვალს დაბრუნდა სამშობლოში ქ. თბილისს და იმ დღიდანვე გაორკეცებული ენერგიით შეუდგება პარტიულ და საზოგადოებრივ სარბიელზე მუშაობას. ჩამოსვლისათანავე პარტიულ კონფერენციაზე ირჩევენ სოც.-რევ. ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრად, სადაც თავმჯდომარის ამხანაგად იყო.

დღიდან ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა გაჩნდნენ პარტიაში ისეთი ხალხი, რომელნიც წინააღმდეგი იყვნენ რუსეთიდან ყოველგვარ გამოყოფისა; გაჩნდა ორი მიმდინარეობა: ერთი, რომელიც უწევდა რა ანგარიშს თანამედროვე პირობებს, უპირატესობას აძლევდა გამოყოფას იმ მიზნით, რომ ამიერკავკასიაში მაინც შეგვენარჩუნებინა დემოკრატიას დიდი რევოლიუციის მონაპოვარი და, მეორე კი ყველაფერსა სწირავდა ბოლშევიკურ რუსეთის სამსხვერპლოს. აი, სწორედ პირველ ჯგუფში სხვებთან ერთად დიდ მუშაობას ეწეოდა ი. აბაკელია, რომელთაც თავი მოიყარეს გაზ. „Дħло Народа“-ს გარშემო.

არა ნაკლები შრომა მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამშობლოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობაში.

ამ ხანებში შესდგა სოც.-რევ. პარტიის საქართველოში მოქმედ ორგანიზაციათა კონფერენცია, რომელზედაც ცენტრალურ კომიტეტის წევრად ამოირჩიეს.

შრომები

იხილეთ აგრეთვე

საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები