აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:39, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში - 914 წ., არაბების შემოსევა საქართველოში.
არაბთა სახალიფოს ნახევრად დამოუკიდებელი ვასალის, სამხრეთ აზერბაიჯანის ამირა აბუ ლ-კასიმ საჯის ლაშქრობის მიზანი იყო არაბთა შერყეული ხელისუფლების განმტკიცება. აბუ ლ-კასიმმა კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის ცალკეული რაიონები დაარბია, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღო.