აგვილშაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 16 ოქტომბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-გვჷლშაპ-ი (აფხ. Агәылшьап) — გველეშაპი; აფხაზური ზღაპრებისა და გადმოცემების თანახმად, მრავალთავიანი, ზოგჯერ მფრინავი ურჩხული, რომელსაც გმირი ამარცხებს; ზოგიერთი ცნობით, ცდილობს მზისა და მთვარის ჩაყლაპვას და ამიტომაც ხდება მნათობთა დაბნელება.

ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიით, აგვილშაპი წყაროებს ფლობს და წყლით სარგებლობისათვის ხარკის სახით ლამაზ ქალიშვილებს ითხოვს (შდრ. ქართული ზღაპრის გველეშაპი). აგვილშაპი ტიპოლოგიურად ახლოს დგას ქართულ გველეშაპთან (ვეშაპთან) და ადიღეურ ბლიაგოსთან.

ტერმინი „აგვილშაპი“ ქართული „გველეშაპის“ აფხაზური ენის ნორმებით გაფორმებული ვარიანტია (შესაძლოა მეგრული „გვერშაპის“ გავლით).


ლიტერატურა

  • Абхазские сказки. М., 1935; Сух., 1959;
  • Приключения нарта Сасрыквы и его девяностадевяти братьев. Сух., 1962; 1988;
  • А.А. Агулшап // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები