ადაპტაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადაპტაცია - (ლათინური adaptation ), პროცესი, რომლის საშუალებით ინდივიდი ან პოპულაცია ბიოლოგიურად, ქცევით ან ფსიქოლოგიურად ახორციელებს შეგუებას, რათა გადარჩეს გარკვეულ გარემოცვაში ან კულტურაში.

ადამიანის ტექნიკურ მოწყობილობებთნ ადაპტაცია

ტექნიკურ მოწყობილობებთან ადაპტაცია არის ადამიანის და ტექნიკური მოწყობილობის შეგუება ახალი გამაღიზიანებლების და გარემოს ფაქტორების მოქმედებებთან ან საქმიანობის (ფუნქციონირების) შეცვლილ პირობებთან. ადაპტაციის დადებითი ეფექტია ახალ პირობებთან მდგომარეობის და ქცევის შესაბამისობა.

ცნობილია ადაპტაციის 3 დონე – ნაწილობრივი, საკმარისი და სრული.

ადამიანის ადაპტაციის ძირითადი სახეებია:

  • ბიოლოგიური;
  • ფიზიოლოგიური;
  • სოციალური;
  • ფსიქოლოგიური.

ტექნიკური მოწყობილობები ადაპტაციის პრინციპით იყოფა: თვითშეგუებადი, თვითორგანიზებადი და თვითშემსწავლელი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები