ადვაძე ვალერიან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვალერიან ადვაძე – (დ. 28 აპრილი, 1931, ახალქალაქის რაიონის სოფელი პტენა – გ. 14 მარტი, 2013). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1953); ასპირანტურა (1956).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- უმაღლესი საბჭოს წევრი (1989-91).
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991).
- სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი, ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე.
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1993-95).
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები