ადვაძე ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან ადვაძე

ვალერიან ადვაძე(დ. 28 აპრილი, 1931, ახალქალაქის რაიონის სოფელი პტენა – გ. 14 მარტი, 2013). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ღირსების ორდენის კავალერი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1953); ასპირანტურა (1956).

სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.

  • უმაღლესი საბჭოს წევრი (1989-91).
  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991).
  • სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): პროპორციული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი, ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე.
  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1993-95).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები