ადირგანირშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ადირგანირშა“ გადაიტანა გვერდზე „ადჷრგანჷრშა“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ადჷრგანჷრშა“ გადაიტანა გვერდზე „ადირგანირშა“ გადამისამართება...) |
მიმდინარე ცვლილება 11:48, 10 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
ადირგანირშა (ადჷრგანჷრშა) - აფხაზური ორცხობილა. ფეტვის, სიმინდის ან ხორბლის ფქვილისაგან. ხის გობზე (აგუბლაა) ცომს მოზელდნენ. ორად გაყოფდნენ. ერთ ნაწილს შუაგულში აყრიდნენ გახეხილ ყველს ან გახეხილ ნიგოზს შაქრით. ზემოდან აფარებდნენ მეორე ნაწილს და გვერდებსა და ზემოდან სხვადასხვა მოხატულობით აფორმებდნენ. აცხობდნენ სპილენძის ტაფაზე ცხვრის ქონის ცხიმით. ცხვრის ქონის ხმარება ადასტურებს, რომ ისინი ავტოქთონები არ იყვნენ. ცხვრის ქონს, ცხვრის დუმის ქონს, ჩვეულებრივ მთიულები და ამ შემთხვევაში ჩრდილო კავკასიელები ხმარობდნენ. საქართველოში, კერძოდ დასავლეთში საქონლის ქონს ხმარობდნენ.