ავარია (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავარია (სამხედრო) - (იტალიური avaria – დაზიანება), შემთხვევა, რომლის შედეგად დაზიანებულია ტექნიკა, დანგრეულია სამხედრო-სამრეწველო ობიექტები ან საინჟინრო ნაგებობები. იგი არ არის დაკავშირებული საბრძოლო ამოცანების შესრულებასთან და მოსახლეობის დიდ მსხვერპლთან (კატასტროფისგან განსხვავებით).
ავარიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია:
- პირადი შემადგენლობის არასწორი მოქმედებები;
- ტექნიკის, მოწყობილობის, მასალების კონსტრუქციული და საწარმოო ნაკლოვანებები;
- გარე ფაქტორების (ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა) ზემოქმედება.
ავარიის თავიდან აცილება შესაძლებელია:
- უსაფრთხოების ზომების დაცვით;
- შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის ობიექტების და ნაგებობების ექსპლუატაციის და შენახვის წესების დაცვით;
- პროფილაქტიკით, პირადი შემადგენლობის მომზადების და დისციპლინის მაღალი დონით.