ავგურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ავგურები''' – რომაელი [[ქურუმები]], რომელთა რიტუალები თავდაპირველად ნაყოფიერების ღვთაებებთან იყო დაკავშირებული. ავგურები ღვთაებათა ნიშნებს გამოიცნობდნენ და განმარტავდნენ მათ; დროთა განმავლობაში ავგურთა მთელი მეცნიერება ჩამოყალიბდა. ავგურები წინასწარმეტყველებდნენ ატმოსფერული მოვლენებით (ჭექა, ელვა, ციალი და ა.შ.), ჩიტების ფრენითა და ხმებით, წმინდა ფრინველების ჭამით, გარეულ ცხოველებთან შეხვედრით, ხმების გამოძახილითა და სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა წინასწარმეტყველებას ფრინველების ფრენაზე (აუსპიცია). რომის სახელმწიფო მოღვაწეებს ყოველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედების (არჩევნები, ბრძოლები) წინ უნდა მიემართათ აუსპიციისათვის და თუ ის სასიკეთო ნიშანს იძლეოდა, მხოლოდ მაშინ შეუდგებოდნენ საქმეს. ქურუმების კოლეგიამ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] საბოლოო გამარჯვებამდე იარსება, მაგრამ თანდათანობით ავგურების წინასწარმეტყველება ფორმალურ პროცედურად იქცა. როგორც ციცერონი გადმოგვცემს, მის დროს ავგურები მკითხაობისას სიცილს ვერ იკავებდნენ, რადგან არ სჯეროდათ მისი. შემორჩა გამოთქმა „ავგურის ღიმილი“. ასე უწოდებენ იმ კაცს, სხვას რომ აცდუნებს, თავად კი კარგად იცის სიმართლე.
+
'''ავგურები''' – რომაელი [[ქურუმები]], რომელთა [[რიტუალი|რიტუალები]] თავდაპირველად ნაყოფიერების ღვთაებებთან იყო დაკავშირებული. ავგურები ღვთაებათა ნიშნებს გამოიცნობდნენ და განმარტავდნენ მათ; დროთა განმავლობაში ავგურთა მთელი მეცნიერება ჩამოყალიბდა. ავგურები წინასწარმეტყველებდნენ ატმოსფერული მოვლენებით (ჭექა, ელვა, ციალი და ა.შ.), ჩიტების ფრენითა და ხმებით, წმინდა ფრინველების ჭამით, გარეულ ცხოველებთან შეხვედრით, ხმების გამოძახილითა და სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა წინასწარმეტყველებას ფრინველების ფრენაზე (აუსპიცია).  
 +
 
 +
რომის [[სახელმწიფო]] მოღვაწეებს ყოველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედების (არჩევნები, [[ბრძოლა|ბრძოლები]]) წინ უნდა მიემართათ აუსპიციისათვის და თუ ის სასიკეთო ნიშანს იძლეოდა, მხოლოდ მაშინ შეუდგებოდნენ საქმეს. ქურუმების კოლეგიამ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] საბოლოო გამარჯვებამდე იარსება, მაგრამ თანდათანობით ავგურების წინასწარმეტყველება ფორმალურ პროცედურად იქცა. როგორც ციცერონი გადმოგვცემს, მის დროს ავგურები მკითხაობისას სიცილს ვერ იკავებდნენ, რადგან არ სჯეროდათ მისი. შემორჩა გამოთქმა „ავგურის ღიმილი“. ასე უწოდებენ იმ კაცს, სხვას რომ აცდუნებს, თავად კი კარგად იცის სიმართლე.
  
  

14:24, 22 ივნისი 2020-ის ვერსია

ავგურები – რომაელი ქურუმები, რომელთა რიტუალები თავდაპირველად ნაყოფიერების ღვთაებებთან იყო დაკავშირებული. ავგურები ღვთაებათა ნიშნებს გამოიცნობდნენ და განმარტავდნენ მათ; დროთა განმავლობაში ავგურთა მთელი მეცნიერება ჩამოყალიბდა. ავგურები წინასწარმეტყველებდნენ ატმოსფერული მოვლენებით (ჭექა, ელვა, ციალი და ა.შ.), ჩიტების ფრენითა და ხმებით, წმინდა ფრინველების ჭამით, გარეულ ცხოველებთან შეხვედრით, ხმების გამოძახილითა და სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა წინასწარმეტყველებას ფრინველების ფრენაზე (აუსპიცია).

რომის სახელმწიფო მოღვაწეებს ყოველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედების (არჩევნები, ბრძოლები) წინ უნდა მიემართათ აუსპიციისათვის და თუ ის სასიკეთო ნიშანს იძლეოდა, მხოლოდ მაშინ შეუდგებოდნენ საქმეს. ქურუმების კოლეგიამ ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებამდე იარსება, მაგრამ თანდათანობით ავგურების წინასწარმეტყველება ფორმალურ პროცედურად იქცა. როგორც ციცერონი გადმოგვცემს, მის დროს ავგურები მკითხაობისას სიცილს ვერ იკავებდნენ, რადგან არ სჯეროდათ მისი. შემორჩა გამოთქმა „ავგურის ღიმილი“. ასე უწოდებენ იმ კაცს, სხვას რომ აცდუნებს, თავად კი კარგად იცის სიმართლე.





წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები