აზავრეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები‏‎]]
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთში]]
+
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 17:43, 26 აპრილი 2024 მდგომარეობით

აზავრეთი – – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, აზავრეთისხევის (ბარალეთისწყლის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1840-1960 მ სიმაღლეებზე, ქალაქ ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21 კმ მან ძილზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1491, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).

1956 წელს აქ ააგეს კირის ქარხანა. შემო რჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონის მიხედვით სახელწოდება უკავშირდება სიტყვა „აზავერს“, რაც ტვირთის საზიდარს, საპალნეს ნიშნავს. ძველად საქართველოში საზიდარად ხარს იყენებდნენ. სოფელი ერთ დროს ცნობილი იყო საუკეთესო ჯიშის ხარებით. მეორე მოსაზრებით კი, სახელი შესაძლებელია ხარის კულტთან იყოს დაკავშირებული.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები