აზარაშვილი ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 35: ხაზი 35:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი  
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
+
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==

16:26, 16 ივნისი 2023-ის ვერსია

ვაჟა აზარაშვილი

აზარაშვილი ვაჟა - (13. VII. 1936, თბილისი) ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის (ორივე 2003) ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

1961 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1964 – ასპირანტურა (ი. ტუსკიას და ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი), 1971 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1991 წლიდან პროფესორი), 1997-იდან – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

სარჩევი

ძირითადი ნაწარმოებები

  • ბალეტი „ხევისბერი“ (1982, დაიდგა ქუთაისში 1984),
  • 7 ოპერეტა,
  • 2 მიუზიკლი (ყველა დადგმულია),
  • 2 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისთვის (2005),
  • კონცერტი ჩელოსათვის (1969),
  • 2 კონცერტი ვიოლინოსათვის (1972, 1973),
  • კონცეტრი ალტისათვის (1973),
  • ელეგია, ნოქტიურნი სიმებიანი ორკესტრისათვის,
  • 3 პიესა ვიოლინოსათვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით,
  • სონატა ჩელოსათვის,
  • სიმებიანი კვარტეტი და საკვარტეტო პიესები,
  • „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე 8 ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის“ (2003),
  • მუსიკა სპექტაკლებისათვის (40-ზე მეტი),
  • ვოკალური ციკლები ი. გრoშაშვილის და შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (1980).

საესტრადო სიმღერები

  1. „მზე ჩემი მეგობარია“,
  2. „დინამო, დინამო“ (ქართული ფეხბურთის მუს. ემბლემა),
  3. „ისევ წვიმს“,
  4. „პატარა გოგო“,
  5. „ხევსურული ბალადა“,
  6. „დრო სათაყვანო“,
  7. „დღეები მიდიან“,
  8. „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“,
  9. „თოლია“, „
  10. ძმაო, გაშალე მარჯვენა“ და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აზარაშვილი ვაჟა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები