ათანასე არვანდყოფილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]
 
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]]
 
[[კატეგორია:პარაკლიტონი]]
 
[[კატეგორია:პარაკლიტონი]]

22:45, 11 აპრილი 2021-ის ვერსია

ათანასე არვანდყოფილი - (XI ს.), ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა ოპიზის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მის მიერ 1093 წელს გადაწერილია პარაკლიტონი შესრულებულია ნუსხურით, მხატვრულად გაფორმებულია საზედაო ასოებით. ხელნაწერისთვის დართულ ანდერძში გადამწერი აღნიშნავს: „... შევწირე უნდოჲ ესე ნამუშაკევი ჴელთა ჩემთაჲ... წმიდასა იოვანეს წინამორბედსა და ნათლისმცემელსა უფლისასა სალხინებლად სულისა ჩემისა საწყალობელისა... კრულმცა არს ღმრთისა პირითა ვინცა ამის წიგნისაგან ფურცელი ამოჰკუეთოს და ვინ რამნცა გუარამან კაცმან, რასაც ცა ჟამსა, რათსაცა მიზეზისა მოღებითა ესე წიგნი ოპიზისა ნათლისმცემელსა გამოაჴუას, კრულმცა არს ღმრთისა დაუსაბამოჲსა პირითა გაუჴნელად“... (206 r-v). როგორც ანდერძიდან ირკვევა, ხელნაწერი ათანასეს ხანდაზმულობის ჟამს გადაუწერია: „... მე კაცი ვიყავ მოდღევნებული...“, - წერს იგი. ხელნაწერი შესრულებულია მკაფიო, თანაბარი ნუსხურით. ათანასე არვანდყოფილი განეკუთვნება შავშეთ-კლარჯეთის სასულიერო მოღვაწეთა რიგს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები