ალანია ბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:37, 17 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელა ალანია

ალანია ბელა – (1967), ქართველი პოეტი, პროფესიით იურისტი და ეკონომისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე.


საკუთარ დაბადების დღეს
(3 თებერვალი)
მზე ჩადის, მივყვები ხეივანს,
მტევნები მხრებამდე მწვდებიან,
სხივები მწკრივებში, რიგებში,
ტოტებში, ფოთლებში რჩებიან...
მზე ჩადის, ჰორიზონტს ასკდება
დაისი, ქვა-ქარვის ფერია;
მივდივარ, მაწვალებს სიშორე,
მზემდე გზა ძალიან გრძელია...
მივდივარ, მომდევენ ფიქრები,
ნაბიჯებს თუმც აღარ მითვლიან,
კითხვები: მთავრდება ცხოვრება? _
ნაბიჯით მისწრებენ, მერჩიან....
– ჯერ არა, ხორბლისფერ მტევანთა
მოსავლის აღების ჯერია.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები