ალფანი
(ახალი გვერდი: '''ალფან-ი''' ''(ლეზგ. Алпан)'' – ცეცხლისა და ჭექა-ქუხილის პერსონიფიც...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:კავკასიური მითები]] | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
[[კატეგორია:დაღესტნური მითები]] | [[კატეგორია:დაღესტნური მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:სულები]] |
11:57, 10 ივლისი 2017-ის ვერსია
ალფან-ი (ლეზგ. Алпан) – ცეცხლისა და ჭექა-ქუხილის პერსონიფიცირებული სული დაღესტნური (ლეზგიური) რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ლეზგებში ალფანის სახელობის ლოცვა ან მსხვერპლშეწირვა არ არის დაფიქსირებული. იგი მხოლოდ ფოლკლორულ ტექსტებში და ცალკეულ გამოთქმებში ფიგურირებს. ლეზგები ჭექა-ქუხილს წაჲლაფანს (ЦIайлапан) ანუ „ალფანის ცეცხლს“ უწოდებენ (ამავე სახელით მკვირცხლი ბავშვებიც იწოდება). გადატანითი მნიშვნელობით, სიტყვა „ალფანი“ სასიკვდილო, საშინელი ადგილის მნიშვნელობითაც გამოიყენება (Алпан элкъвей чка – „ადგილი, სადაც ალფანი იყო“); ცნობილია ალფანის სახელით წყევლაც: „დე, ალფანმა დაგარტყას“ (Вун алпанди ярай).
გ. გაჯიევი ვარაუდობს, რომ ლეზგიური ტერმინი „ალფან“ არის დამახინჯებული ირანული „ალფაკ“, რომლის მნიშვნელობაა „წითელი“, „წმინდა, სუფთა, უბიწო“. მისი აზრით, აღნიშნულ ტერმინში „... ფიგურირებს ელემენტი ალ- „ალისფერი“, რაც სავსებით ემთხვევა ალფანის, როგორც მეხის ცეცხლის, მახასიათებელს. ამასთან, ლეზგებში არამარტო მეხის ცეცხლი ითვლება წმინდად, არამედ მეხნაკრავი ადგილებიც და ადამიანებიც წმინდანებად მიიჩნეოდნენ“.
ლიტერატურა
- Гаджиев Г. А. Мифические персонажи и их названия у лезгин // Отраслевая лексика дагестанских языков. Материалы и исследования. Махачкала, 1984;
- Сефербеков Р. Из мифологии лезгин самурской долины: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Инстимтута истории, археологии и этнографии. Махачкала. 2013, № 3.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017