ამირეჯიბი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Amiredjibi 1925.jpg|thumb|200პქ|'''შალვა ამირეჯიბი'''<br />'''დაბადების თარიღი'...)
 
(წყარო)
ხაზი 25: ხაზი 25:
 
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
 
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] [[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]] [[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 +
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]

11:39, 11 მაისი 2017-ის ვერსია

შალვა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი - 15 იანვარი, 1887
დაბადების ადგილი - სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა
გარდაცვალების თარიღი - 1943 (56 წლის)
პროფესია - ჟურნალისტი

შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი – (დ. 15 იანვარი, 1887, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრა – გ. 1943) ქართველი, ჟურნალისტი, ეროვნულ-დემოკრატი.


სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა სათავადაზნაურო გიმნაზიაში, თბილისში. განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს გიმნაზიას თავი დაანება და მუშაობდა ს.- ფედერალისტთა პარტიაში. 1906 წელს გაემგზავრა საფრანგეთს, მაგრამ მალე დაბრუნდა. 1907 წელს ისევ წავიდა საზღვარგარედ და 1909 წლამდე სცხოვრობდა ვენაში და ითვლებოდა უნივერსიტეტში თავისუფალ-მსნენელად ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნებისას მონაწილეობას იღებდა ჟურნალ „ერში“. 1911 წელს, როდესაც ს. ფედერალისთა პარტიის მეთაურნი დატუსაღებულ იქმნენ, ისიც მოხვდა მათ რიცხვში, თუმცა ამ დროს ის პარტიაში აღარ ირიცხებოდა. 1912 წლის დამლევს სხვებთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“. 1914 წელს გადასახლდა ქუთაისში და იქ რედაქტორობდა გაზეთ „სამშობლოს“ და შემდეგ „იმერეთს“. 1915 წელს გაწვეულ იქმნა ჯარში. დასავლეთის ფრონტზე და გაატარა იქ წელიწად ნახევარი. რევოლუციის დასაწყისში ჩავიდა საქართველოში და მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში და გაზეთ „საქართველოში“. საქართველოს ინტერპარტიულ ბიუროსაგან გაგზავნილ იყო დელეგატათ რუსეთის დემოკრატიულ ყრილობაზე. იმავე ყრილობაზე არჩეულ იმნა წინასწარ პარლამენტის წევრად. საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეულ იქმნა ეროვნულ საბჭოს წევრად. არის წევრი ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის მთავარ კომიტეტისა.

დაკავებული თანამდებობები

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი , წევრი (1918-1921)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი

ლიტერატურა

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები