ანტონ ქუთათელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ ქუთათელი, (ანტონ საღირისძე) - (XII-XIII სს.), საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, ქუთაისის მთავარეპისკოპოსი. ბასილი ეზოსმოძღვრის შეფასებით, იგი იყო „დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით“. იგი მოიხსენიება, როგორც „მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი“. ანტონ ქუთათელმა წესისამებრ („ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გურგენისა თავსა სამეუფოსა“), მონაწილეობდა თამარის მეფედ კურთხევაში და დაადგა გვირგვინი მეფეს. ანტონი მეფის მომხრე იყო („ანტონი...დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერთ სისხლთა დათხევამდის“) და ებრძოდა ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვნებს. ა.წ. ხელმძღვანელობდა (ნიკოლოზ გულაბერიძესთან ერთად) თამარის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას.

რ. მეტრეველი

ლიტერატურა

  • მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები