არსენ კათოლიკოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:38, 8 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ კათოლიკოსი - კათოლიკოსი და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დაახლ. XIII ს-ის 40-იანი წწ-დან 1248 წ-მდე.

დაახლ. 1241 წ. იგი რუსუდან მეფემ დიპლომატიური მოლაპარაკებების საწარმოებლად გააგზავნა ბათუ ყაენთან, სადაც თან ხლებია მგელა აბულახტარისძე. უკან დაბრუნების შემდეგ არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლი ამ პირს აძლევს წყალობის სიგელს. იგივე არსენი 1247/1250 წწ-ში ბერად შემდგარა შიომღვიმის მონასტერში. მისი მოთხოვნით გრიგოლ სურამელმა დაუბრუნა მიტაცებული სოფლები შიომღვიმის მონატერს, რაზედაც იუწყება გრიგოლ სურამელის მონასტრისადმი ბოძებული ანდერძი.


წყარო და ლიტერატურა

ქისკ 1984: 119, 125, 127;
ბერძენიშვილი 1966: 21-22.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები