ასპინძის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ასპინძის მუნიციპალიტეტი''' – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ე...)

11:31, 23 აპრილი 2024-ის ვერსია

ასპინძის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში.

1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელწოდებით, 1921-30 წლებში – აღმოსავლეთ საქართველოს ახალციხის მაზრაში ისევ ტოლოშის სახელ წოდებით, 1930-33 წლებში – ახალციხის მაზრიდან ტოლოშის რაიონი ცალკე რაიონად გამოიყო, 1933 წლიდან ასპინძის რაიონის, ხოლო 2006 წლიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელითაა ცნობილი.

სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, დასავლეთით ესაზღვრება ახალციხის, ჩრდი ლო ეთი დან – ბორჯომის, აღმოსავლეთიდან – ახალქალაქის რაიონები. ფართობია 825 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი – დაბა ასპინძა. რაიონში შედის 1 დაბა (ასპინძა), 11 სასოფლო საკრებულო (ასპინძის, აწყვიტის, დამალის, ვარგავის, იდუმალას, ნაქალაქევის, ოთის, ორგორის, რუსთავის, ტოლოშის, ძველის და ხიზაბავრის) და 23 სოფელი. სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა – 9767. მოსახლეობის უმეტესობა ქართველია (78.3 %). ცხოვრობენ აგრეთვე სომხები (21.2 %), რუსები, ოსები, ბერძნები და სხვ. ქართველები ჭარბობს 21 სოფელში, სომხები 1 სოფელში (2002). ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 13.2 ათ. კაცი; აქედან ქალაქად ცხოვრობს 3.3 ათ. კაცი, ხოლო სოფლად 9.9 ათ. კაცი (2014 წ.). სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: სახორცე-სარძევე მეცხოველეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება. ნათეს ფართობებზე უმთავრესად მოჰყავთ მარცვლეული, საკვები კულტურები, კარტოფილი, ბოსტნეული. გაყვანილია საავტომობილო გზები. დაბა ასპინძაში არის ბალნეოლოგიური კურორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი კულტურულ-ისტორიული ძეგლები: ეკლესიები – ახაშნის (XI ს. ლაპიდარული წარწერებით), ხვილიშა (XI ს.); ასპინძის ციხე (განვ. შუა სს.), ყამზა – ციხე (განვ. შუა სს.) და სხვ.; კომპლექსები – ვარნეთი (ციხე – შუა სს., ეკლესია – შუა სს., მოხატული, ლაპიდარული წარწერებით);

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები