ასურელი მამები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 9: ხაზი 9:
 
ესენია:  
 
ესენია:  
 
# იოანე ზედაზნელი;  
 
# იოანე ზედაზნელი;  
# დავით გარეჯელი;   
+
# [[დავით გარეჯელი]];   
 
# [[შიო მღვიმელი]];  
 
# [[შიო მღვიმელი]];  
 
# [[ანტონ მარტყოფელი]];  
 
# [[ანტონ მარტყოფელი]];  
ხაზი 31: ხაზი 31:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
 
 
  
 
[[კატეგორია:წმინდა მამები]]
 
[[კატეგორია:წმინდა მამები]]
 
[[კატეგორია:ასურელი მამები]]
 
[[კატეგორია:ასურელი მამები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]
 
[[კატეგორია:წმინდანები]]

16:36, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

Asureli mamebi.jpg

ასურელი მამები - მე-6 საუკუნეში, საქართველოში სჯულის საქადაგებლად შემოვიდა 13 ასურელი მამა, წმ. იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით.

წმიდა იოანემ სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დატოვა წუთისოფელი, აღიკვეცა ბერად და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება შეიწირა უფალმა და წმ. იოანეს მიჰმადლა კურნების და ეშმაკების განდევნის ნიჭი. ღირსმა მამამ სახელი გაითქვა თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით. ამიტომაც მის სანახავად უამრავი ადამიანი მიდიოდა. წმ. მამამ აირჩია რამდენიმე მოწაფე და ერთ მივარდნილ ადგილას დასახლდა.

ერთხელ ღირს იოანეს გამოეცხადა ღმრთისმშობელი და უბრძანა, თავისი მოწაფეებიდან აერჩია 12 ბერი და საქართველოში წასულიყო ქრისტეს სჯულის განსამტკიცებლად.

წმიდა მამამ, ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ, ღმრთის მინიშნებით, მოწაფეთაგან 12 გამოირჩია, რომელთა სახელები დღეისათვის იმ ადგილმდებარეობის დასახელების დამატებით მოხსენიება, სადაც დამკვიდრდნენ. ესენია:

  1. იოანე ზედაზნელი;
  2. დავით გარეჯელი;
  3. შიო მღვიმელი;
  4. ანტონ მარტყოფელი;
  5. ისე წილკნელი;
  6. აბიბოს ნეკრესელი;
  7. იოსებ ალავერდელი;
  8. სტეფანე ხირსნელი;
  9. პიროს ბრეთელი;
  10. თადეოზ სტეფანწმინდელი;
  11. ისიდორე სამთავნელი;
  12. მიხეილ ულუმბოელი;
  13. ზენონ იყალთოელი.

მათთან ერთად იყო ერთი დიაკონი - ილია.

ასურელმა მამებმა უდიდესი ღვაწლი გასწიეს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობისა და მონოფიზიტობის საწინააღმდეგოდ და სწორედ ასურელი მამებისაგან დაიწყო საქართველოში მონასტრული ცხოვრება.


იხილე აგრეთვე - ასურელი მამები

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები