აფსირტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:10, 27 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსირტოსი(ბერძნ.) კოლხეთის მეფის აიეტის ძე, მედეას ძმა.

როდესაც მედეა არგონავტებთან ერთად კოლხეთიდან გაიქცა, თან გაიყოლა უმცროსი ძმა აფსირტოსი თავის გადარჩენის მიზნით. როდესაც მან დადევნებული აიეტის ხომალდებს თვალი მოჰკრა, აფსირტოსი აკუწა და მისი სხეულის ნაწილები ზვირთებში მიმოფანტა, რადგანაც იცოდა, რომ ამის მხილველი აიეტი შეწყვეტდა დევნას. ასეც მოხდა. აიეტი შეყოვნდა, რათა თავისი შვილის ზვირთებში მოტივტივე ნაწილები შეეგროვებინა. ამასობაში არგონავტებმა დრო იხელთეს და თვალს მიეფარნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები