აჭარა-იმერეთის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 23 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჭარა-იმერეთის ქედი, მესხეთის ქედი – ქედი მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს მდინარეების ანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი), სუფსის, ნატანების, კინტრიშისა და აჭარისწყლის, ქვაბლიანის წყალგამყოფს. უმაღლესი მწვერვალია მეფისწყარო (2850 მ). აქ მდებარეობს უღელტეხილი ზეკარა (VI-X, ზღვის დონიდან 2182 მ). ქედი ძირითადად აგებულია მესამეული, უმთავრესად პალეოგენური ვულკანოგენურ-დანალექი წყებებით – პორფირიტული განფენებით, ტუფბრექჩიებით, ტუფებით, ტუფოგენური ქანებით, აგრეთვე ზედა ცარცული კირქვებით. ქედის თხემური ზოლი აგებულია ეოცენური მტკიცე პორფირიტული წყებით, რომელიც მონაცვლეობს ადვილადშლად მასალასთან, რის გამოც ეს ტერიტორია განიცდის დენუდაციას განიცდის. ბევრგან შიშვლდება სიენიტ-დიორიტების მცირე ინტრუზიული მასივები, აღმოსავლეთ ნაწილში კი, ვიწრო ზოლის სახით ზედაპირზე გამოდის ზედა ცარცული ასაკის ქანები. შემორჩენილია ძველმყინვარული ნაშთები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები