ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ახალქალაქის მუნიციპალიტეტი''' − ადმინისტრაციულ-ტერიტორიუ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Axalqalaqi municip.PNG|thumb|100px|]]
 
'''ახალქალაქის მუნიციპალიტეტი''' −  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ [[საქართველო]]ში, სამცხე-ჯავახეთში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის [[ახალქალაქის მაზრა]]ში, 1921-30 წლებში – აღმოსავლეთ საქართველოში ახალქალაქის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე  
 
'''ახალქალაქის მუნიციპალიტეტი''' −  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ [[საქართველო]]ში, სამცხე-ჯავახეთში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის [[ახალქალაქის მაზრა]]ში, 1921-30 წლებში – აღმოსავლეთ საქართველოში ახალქალაქის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე  
 
რაიონია, ხოლო 2006 წლიდან – მუნიციპალიტეტი.  
 
რაიონია, ხოლო 2006 წლიდან – მუნიციპალიტეტი.  

მიმდინარე ცვლილება 22:45, 23 აპრილი 2024 მდგომარეობით

Axalqalaqi municip.PNG

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი − ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში, 1921-30 წლებში – აღმოსავლეთ საქართველოში ახალქალაქის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია, ხოლო 2006 წლიდან – მუნიციპალიტეტი.

დასავლეთით ესაზღვრება ასპინძის, ჩრდილოეთიდან – ბორჯომის, აღმოსავლეთიდან – ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტები, ხოლო სამხრეთ საზღვარი გასდევს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრს.

ფართობია 1235 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალქალაქი. მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი (ახალქალაქი), 21 სასოფლი საკრებულო (აზვრეთის, ალასტანის, არაგვას, ბარალეთის, გოგაშენის, დილისკის, ვაჩიანის, ზაკვის, კარტიკამის, კარწახის, კოთელიას, კოჭიოს, კუმურდოს, ოკამის, პტენის, სულდის, ტურცხის, ჩუნჩხის, ხავე თის, ხანდოსა და ხოსპიოს) და 64 სოფელი. მუნიციპალიტეტის ფარგლებში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა – 51173. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (94.2 %) სომეხია და ისინი ჭარბობენ მუნიციპალიტეტის 57 სოფელში. ცხოვრობენ აგრეთვე ქართველები (5.5 %), რუსები და ბერძნები. ქართველები ჭარბობს 7 სოფელში (2002).

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: სარძევე-სახორცე მეცხოველეობა. მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი, ქერი და კარტოფილი. საქართველოს კარტოფილის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი რაიონია. მრავალწლიანი ნარგავები უმნიშვნელო ფართობებზეა. განვითარებულია მეფუტკრეობა. მდიდარია მაღალი მთის საზაფხულო საძოვრებით. ზამთარში საქონლის ბაგური შენახვისათვის იყენებენ სათიბების თივასა და საკვებ კულტურებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ეკლესიები: კუმურდოს გუმბათიანი ეკლესია (X ს.), სამსრის გამოქვაბულები (განვ.შუა სს.) და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები