ბადრიძე ილიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ავტობიოგრაფია)
 
(2 მომხმარებლების 16 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ილიკო გიორგის ძე ბადრიძე''' – (დ. 1880, ქ. თელავი ''(დაახლოვებით)''. [[ქართველები|ქართველი]]. პარტიული რწმენა – ს. . პროფესია – მუშა.  
+
[[ფაილი:Badridze ilia.jpg|thumb|'''ილიკო ბადრიძე''']]
 +
'''ბადრიძე ილია ნესტორის ძე''' (მეტსახელი: ილიკო) ''(დ. - 1978, ქ. თელავი - გ. - 19.VII.1937)'' - სოციალ-დემოკრატი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე.  
  
თფილისის ადრესი: პეტრედიდის ქუჩაზედ №18.
+
1902 აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის [[თბილისი]]ს კომიტეტის წევრად. 1905 მონაწილეობას იღებდა ავჭალაში [[ბომბი|ბომბების]] დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. რის გამოც ის არალეგალური საბუთებითა და შეცვლილი სახელით ცხოვრობდა ბაქოში. 1911 ბაქოში დააპატიმრეს და იძულებული გახდა, გაემხილა თავისი ნამდვილი სახელი. ამის შემდეგ იჯდა მეტეხის ციხეში, მოგვიანებით კი ციმბირში სამუდამო გადასახლება მიესაჯა.
  
==ავტობიოგრაფია==
+
1917 წელს დაბრუნდა [[საქართველო|საქართველოში]] და დასახელებულ იქნა [[საქართველოს ეროვნული საბჭო]](შემდგომში პარლამენტი) წევრად. ილია ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში.]] 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.
განათლება მივიღე სახლში და ქუჩაში. დაახლოვებით თოთხმეტი წლისა ვიქნებოდი როდესაც მე ჩამომიყვანეს ქ. თბილისში. სამი წლის შემდეგ მე უკვე გავხდი: ს. დ. მ. პ. წევრი. ცხრაას პირველში ამირჩიეს კომიტეტის წევრათ. ამ წელს მოვაწყეთ იარმუკაში აშკარა დემონსტრაცია. სამში თუ ოთხში მოვახდინეთ გოლოვინსკზედ გამოსვლა, სადაც მე ვიყავი მედროშე. რო დაინახეს თვითმპყრობელობის მცველებმა წითელი დროშის ფრიალი გამხეცებულები დაგვერივნენ უიარაღო ხალხს იარაღით და მათრახებით. ბევრი ჩვენი ამხანაგები დაჭრეს და დაიჭირეს. მე კი რაღაცა [[განგება|განგებით]] უვნებლათ გადავრჩი.
+
  
1905 წ. ავჭალაში შიგ მატარებელში დაიჭირეს სამი კაცი ბომბებით და იარაღით. ერთი მათგანი გამოტეხილიყო და ეთქვა ჩემზედ ესენი მან გადმომცაო. ასე იქნებოდა ღამის თერთმეტი საათი ორი ფაიტონით, ერთი ზევიდან და ერთიც ქვევიდან მოაქროლებდნენ ჩერქეზიშვილის ქუჩაზე, როდესაც შეხვდნენ ერთი მეორეს, გაჩერდნენ და ჩამოვიდნენ. მე ამ დროს ქუჩაში ვიყავი გამოსული. რო დავინახე [[ჟანდარმები]] მაშინათვე გულში მეკბინა. დაუწყეს შინჯვა სახლის ნუმრებს და შეაყოლეს ზევით. მეც ფეხაკრებით გავყევი უკან. აი მივიდნენ ჩვენ სახლთან გააღეს ალაყაფის კარი და შეცვივდნენ. მე შევირბინე მეორე ეზოში და იქიდან დაუწყე ყურება. ოთახის კარის გაღებაც არ დაიცადეს. შეამტვრიეს კარები და შეცვივდნენ სახლში. (მე მაშინ დასთან ვცხოვრობდი). სახლში ვერაფერი ვერ იპოვეს. მეც არ დავუხვდი და გაბრაზებულებმა დაიჭირეს ჩემი უმცროსი ძმა და სიძე. ორი თვის შემდეგ გამოცხადდა 17 ოქტომბრის მანიფესტი და გამოუშვეს ისინი. მაგრამ მე მაინც მეძებდნენ.
+
საბჭოთა [[ოკუპაცია|ოკუპაციის]] შემდეგ ილია ბადრიძე ემიგრაციაში არ წასულა. საბჭოთა ჩეკამ მასზე ძებნა გამოაცხადა, როგორც მენშევიკების ერთ-ერთ ლიდერზე, და ამ ბრალდებით მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. ბადრიძე პატიმრობაში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა. მეორე პატიმრობა მას [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აჯანყების]] შემდეგ მოუწია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, სადაც მუშაობდა მელნის საამქროში. 1937 წელს ილია ბადრიძეც სხვა ბევრის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ის ბრალდების გამოტანის დღესვე დახვრიტეს.
  
1911 წ. გავატარე არალეგალურათ სხვის პასპორთებით. ამავე წელს წავედი ბაქოში სამუშავოს საშოვნელათ. იქ დავდექი ბალახანაში მუშათა კოპერატიულ სავაჭროში გამგეთ. ოთხ თვემდის ვიმსახურე. ერთ თვემდის ვიმსახურე. ერთ საღამოს მოულოდნელათ შემოგვარტყეს ალყა და დამიჭირეს. ოთხი თვე ვიჯექი ბაქოს ციხეში სხვის გვარზე. შემდეგ იძულებული გავხდი გამოვტეხილიყავი. რო გაიგეს ვინც ვიყავი მეორე დღესვე გამომაგზავნეს თბილისში. ჩამომიყვანეს თუ არა მაშინათვე გადამცეს გამომძიებელს „პა ასობი ვაჟნომ დელამ“. ორ წლამდის ვიჯექი გამოძიების ქვეშ. შემდეგ გამასამართლეს II ნაწილის 102 მუხლით და მომისაჯეს სამუდამო გადასახლება ციმბირში.
+
:::::::::::::::::::::::::::::'''''მანუჩარ გუნცაძე'''''
  
რუსეთის დიდმა რევოლუციამ მოანგრია თვითმპყრობელობის ბუნაგი და ჩვენც დაუბრუნდით განთავისუფლებულ სამშობლოს თავისუფალი ხალხი. ამ დღიდან მე მუშავობ რევოლუციონურ ორგანიზაციებში პროფესიონალურ კავშირებში და ახლა ნაციონალურ საბჭოში.
+
==ლიტერატურა==
 +
*ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016;
 +
*ვ. გურული, ნოე ჟორდანია, პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.
  
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''II/VIII – 18 წ.'''''
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011535/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 +
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები‏‎]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ბადრიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 02:46, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით

ილიკო ბადრიძე

ბადრიძე ილია ნესტორის ძე (მეტსახელი: ილიკო) (დ. - 1978, ქ. თელავი - გ. - 19.VII.1937) - სოციალ-დემოკრატი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე.

1902 აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. 1905 მონაწილეობას იღებდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. რის გამოც ის არალეგალური საბუთებითა და შეცვლილი სახელით ცხოვრობდა ბაქოში. 1911 ბაქოში დააპატიმრეს და იძულებული გახდა, გაემხილა თავისი ნამდვილი სახელი. ამის შემდეგ იჯდა მეტეხის ციხეში, მოგვიანებით კი ციმბირში სამუდამო გადასახლება მიესაჯა.

1917 წელს დაბრუნდა საქართველოში და დასახელებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში პარლამენტი) წევრად. ილია ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ილია ბადრიძე ემიგრაციაში არ წასულა. საბჭოთა ჩეკამ მასზე ძებნა გამოაცხადა, როგორც მენშევიკების ერთ-ერთ ლიდერზე, და ამ ბრალდებით მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. ბადრიძე პატიმრობაში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა. მეორე პატიმრობა მას 1924 წლის აჯანყების შემდეგ მოუწია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, სადაც მუშაობდა მელნის საამქროში. 1937 წელს ილია ბადრიძეც სხვა ბევრის მსგავსად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ის ბრალდების გამოტანის დღესვე დახვრიტეს.

მანუჩარ გუნცაძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016;
  • ვ. გურული, ნოე ჟორდანია, პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები